საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და პედაგოგს, ტექნიკის დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის, მეცნიერების დარგში ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ხათუნა ჟვანიას, ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, ლევან იმნაიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.

„ჩვენი უნივერსიტეტის მაღალი რანგის მეცნიერ-მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, ლევან იმნაიშვილს - გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც საქართველოს პროფესიონალთა თაობებს უზრდის - 70 წელი შეუსრულდა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი და მისი კვლევითი ჯგუფი, ცოდნის სამკუთხედის - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“ - პრინციპებზე დაყრდნობით, მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები მასშტაბურ სისტემებში, SCADA და IoT სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლება, მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები, ინტერფესი - „ადამიანი–კომპიუტერი“ და მისი ეფექტურობის ამაღლება, დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები და სხვა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მუშაობს მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან, მუდმივად უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ფანტაზია და კრეატიულობა ამოუწურავია, რადგან ჯერ კიდევ არ არის „დამძიმებული“ ცოდნითა და ამოცანის გადაწყვეტის სტერეოტიპებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ბატონ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებას სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია