კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მედპერსონალს დედის დღე მიულოცეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმნისტრაცია ავრცელებს.

"სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილე ხართ. გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში!",- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა