მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თემურ ჯანაშიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ქვეშ არის.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხედავთ, რაოდენ აქტიურია ეს ხალხი. ჩემში რაც გაოცებას იწვევს, ადამიანი, რომელიც ნაოპერაციები ფეხით, ყავარჯნებით მოდის და ხელს აწერს ამ მოთხოვნას, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ხალხი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ეს ადამიანები არიან ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც მოითხოვენ, გაათავისუფლონ ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკური დევნის ქვეშ“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია