სოფო ჯაფარიძე - ხვალ სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ბაჩანა შენგელიასთან ერთად, ანაკლიაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, უამრავი ადამიანი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„ზუგდიდში ხელმოწერების კამპანია გრძელდება. ბაჩანა შენგელიასთან ერთად ახლა ანაკლიაში ჩამოვედი, შევხვდი მოსახლეობას. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს აწერენ. მათი პოზიცია არის ერთი- ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, არქიტექტორი და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობა-აღმშენებლობას, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

შევხვდით უამრავ ადამიანს და ისინი სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. მათ აღნიშნეს, რომ არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აუცილებელია მისი გარეთ ყოფნა. ხედავთ, რამდენი რამ იყო გაკეთებული 2012 წლამდე, რამდენ რამეს ჩაეყარა საფუძველი. 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ინგრევა და მიწასთან სწორდება მხოლოდ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის, რომ ისევ და ისევ აღორძინდეს აქაურობა და ეს ადგილი მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გახდეს, რასაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა, დაიწყო და ძალიან ბევრ რამეს საფუძველი ჩაუყარა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ასე რომ, გრძელდება კამპანია და ხვალ უკვე, სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ