მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი კანონმდებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებს მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

„განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი, საქართველოს მნიშვნელობა ევროპის გეოპოლიტიკურ ჭრილში, ევროპარლამენტსა და საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი არჩევნების მოსალოდნელი შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში მომზადდა ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ ორი ანგარიში, სადაც ასახულია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 17-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო