ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურში მცხოვრებ  მრავალშვილიან ოჯახებს დედის დღე მიულოცეს

რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, 3 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ „დედის დღე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, თეონა მიქაძეს და ლონდა ქალდანს მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად მიულოცა.

ამასთან, ზვიად მხეიძემ დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე მარჩენალდაკარგულ, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს პირადად გადასცა.

„მინდა, ყველა დედას დიდი პატივისცემით მოგილოცოთ დედის დღე, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას!

ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვეა.

გისურვებთ თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედით, სიამაყითა და რწმენით სავსე“,- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს