მარნეულის მერმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, პირველ მოადგილესთან, როინ დეკანოიძესთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შვილების წარმატებით სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეს",- აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა