ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით

ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, რომელსაც ქართველი ხალხი გამოიყენებს.

„ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. იმისთვის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე, ან საკუთარ ჯიბეზე. იგივე ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის გამდიდრებით არის ცნობილი და არა იმით, რომ ხალხზე იზრუნა, ამიტომ ცხადია, რომ მისი განცხადება აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, ოღონდ გრძნობს საფრთხეს, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. 2024 წელი არის შესაძლებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას გამოიყენებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს