გივი მიქანაძემ საფრანგეთში  საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საფრანგეთში მოქმედ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გივი მიქანაძე საკვირაო სკოლების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლები: „ლილე“ (ბორდო), „ფესვები“ (რენე), ქართული კულტურის კერა „ლაზი“ (პარიზი) და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული კულტურის კერა „ლაზი“ და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“ მოინახულა. გივი მიქანაძე აღნიშნულ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, გივი მიქანაძე ქართულ დიასპორას შეხვდა.

შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ორგანიზებითა და მონაწილეობით განხორციელდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად, თემატური მოკვლევის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროების შესწავლა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა