თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

თოვლის ფრენბურთის პირველი ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში დასრულდა.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გოგონებში I ადგილი - ჩეხეთმა მოიპოვა, II ადგილი - პოლონეთმა, III ადგილი - თურქეთმა.

ვაჟებში კი I ადგილზე პოლონეთი გავიდა, II ადგილი - ჩეხეთმა დაიკავა, III ადგილი - თურქეთმა.

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 -ელ მარტს აიღო. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უმასპინძლა. "აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში პირველად გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, საქართველომ კი ღირსეულად მიიღო მასპინძლობის უფლება. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის,მოლდოვასა და სომხეთის სპორტსმენებმა. შეჯიბრება ჩატარდა, როგორც ქალებში, ისე ვაჟებში. მათთან ერთად პირველობისთვის იასპარეზეს ქართველმა ფრენბურთელებმაც"- აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატს დაესწრნენ საერთაშორისო წარმომადგენლებიც, რომლებმაც დადებითად შეაფასეს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი.

8-9-10 მარტს კი ბაკურიანი თოვლის ფრენბურთის ევროპის ტურს მასპინძლობს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში