ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის, - ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

ოფიციალურმა პირის თქმით, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასმა“ არ უპასუხა ისრაელის ორ მოთხოვნას: გადაეცა მძევლების სია, სადაც მითითებული იქნებოდა რომელია ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი და დაედასტურებინა მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა.

ოფიციალურმა პირის თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში არ გაეგზავნათ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „მოსადის“ დირექტორთან, დევიდ ბარნეასთან კოორდინაციით მიიღო, რომელიც ისრაელის მთავარი მომლაპარაკებელია, მას შემდეგ რაც რაც ბარნეამ მიიღო შეტყობინება, რომ „ჰამასმა“ ისრაელის პირობებს არ უპასუხა.

ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ მათი დელეგაცია კაიროში ჩავიდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს განაცხადა, რომ ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს