მედია - პოლონეთი ფერმერების მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკავშირთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს მართავს

პოლონეთი ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქვეყანა „მწვანე შეთანხმების“ წესების ნაწილისგან გაათავისუფლონ, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანჯეი შეინამ გააკეთა.

მისი თქმით, პოლონეთისთვის, რომელიც უკრაინასთან მდებარე ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო ბაზარია, შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვან.

შეინის განმარტებით, ის ეხება როგორც „მწვანე შეთანხმებას“, ასევე "პროდუქტების ნაკადს, რომელიც გამოიწვევს მუდმივ შეფერხებას ერთი ან მეტი ქვეყნის ბაზარზე".

„თუ შევძლებთ ევროკავშირში პოლონეთის მოთხოვნებზე შეთანხმებას, ის, შესაძლოა, კავშირის საერთო პოზიცია გახდეს. მინდა, პრემიერ ტუსკის განცხადების ციტირება მოვახდინო: თუ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს, ცალმხრივად შემოვიღებთ სასაზღვრო ბლოკადებსა და ტარიფებს“, - განაცხადა ანჯეი შეინამ.

მისი თქმით, 28 მარტს უკრაინულ მხარესთან კონსულტაციების დროს „საზღვრის პრობლემის თემა აღარ იარსებებს“.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელი ფერმერები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ექვს მიმართულებას ბლოკავენ და რიგში 2 ათასზე მეტი სატვირთო მანქანაა. თებერვლის ბოლოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევთან საზღვრის დროებით დაკეტვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ ეს ინფორმაცია უარყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“