მიხეილ სარჯველაძე - ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით

ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით - ყველა რეიტინგი იმისგან საპირისპიროზე მიუთითებს, რასაც ოპოზიცია აცხადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ანტიკორუფციული მიმართულებით "ძალიან სერიოზული წარმატება გვაქვს, რომელიც უწყვეტად გრძელდება".

"მე არ დავყოფდი ამას ოპოზიციიდან და სამოქალაქო სექტორიდან კრიტიკად, მე ვიტყოდი რომ ეს არის ერთიანი ოპოზიციური კრიტიკა. ოპოზიციას სამწუხაროდ, აქვს ასეთი დღის წესრიგი, როდესაც ისინი ობიექტურობას კარგავენ და სუბიექტურად კამათობენ საკითხების ირგვლივ, რომელთა დაკავშირებითაც, ჩემი ვარაუდით, თავადაც კარგად ხვდებიან, რომ მათი კრიტიკული მოსაზრებები არის არაარგუმენტირებული და გათვლილია უბრალოდ პიარზე, მათ შორის ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით. როდესაც ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას ანტიკორუფციული ეფექტიანობის თვალსაზრისით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა რეიტინგი იმისგან საპირისპიროზე მიუთითებს, რასაც ოპოზიცია აცხადებს. ქვეყანაში მართლაც ძალიან სერიოზული წარმატება გვაქვს ანტიკორუფციული მიმართულებით, რომელიც უწყვეტად გრძელდება...

ეს არ არის უნივერსალური და დოგმატური მიდგომა ამასთან დაკავშირებით, რომ გინდა თუ არა, ყველა ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს აღჭურვილი საგამოძიებო კომპეტენციით. შეიძლება ეფექტიანი სისტემის არსებობა ამ პრინციპის გარეშეც. მე პირადად მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მაღალი შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის სხვა სექტორების ეფექტიანობა, თუკი მას არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია," - განაცხადა სარჯველაძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა