ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას - სააკაშვილზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია

თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას - სააკაშვილზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა დააზიანა და ეს გასათვალისწინებელია.

„რადგან მორალზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა მისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა „ფეიკების” მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ. ამაზე უფრო მძიმე შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, მან უნდა ეს ქვეყანა დაიცვას ასეთი აგრესიული შემოტევებისგან,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია