რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უწყებაში დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის მხარდაჭერაზე, მათ შორის Taurus-ის რაკეტების პოტენციურ გამოყენებაზე, საუბრობენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კვირას განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნება დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია და მისი მიზანი გერმანიაში უთანხოების შექმნაა.

„ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. ეს არის ჰიბრიდული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს ეხება ჩვენს გაყოფას, ჩვენი სიმტკიცის შერყევას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს