კახა კალაძე - არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს - არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს - არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის.

„სისულელეა. არანაირი ღარიბაშვილი, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც თავისუფლდება, ვიღაც ინიშნება. პირველი შემთხვევა ხომ არ არის!? არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კობახიძემ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ის იღებს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ასევე თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია