გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტი სტარტს იღებს

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი სტარტს იღებს. მრავალმილიონიანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და სესიები ანგელოზი ინვესტორების ჯგუფთან ისრაელიდან, პრეაქსელერატორი და სტარტაპ კონკურსი, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები მეწარმეობის წამყვანი როლის შესახებ - ყველაფერი ეს ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერების და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, 28-29 მაისს, თბილისში გაიმართება.

2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული სტარტაპ ფონდი, სამიტს ყოველწლიურად მართავს. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების მიერ, მილიონზე მეტი დაფინანსებაა წლების განმავლობაში მოპოვებული და ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და სხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამიტს მნიშვნელოვან მისიას აკისრებს - მონიშნოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალური ინოვაციების რუკაზე და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ, თუ რეგიონალურ სტარტაპებს, განვითარდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ეკოსისტემის ფორმირების პროცესში, ე.წ. ,,სტარტაპ ერისგან’’, ისრაელისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, დიდ როლს ასრულებს საქართველოში. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, სამიტის სპიკერი, ჰილა ოვილ ბრენერი, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ტექ სფეროს წარმომადგენლებს შორის, არის არიელი კაპიტალის პარტნიორი და იაზამიოტის დამფუძნებელი, ისაუბრებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აგრეთვე სტარტაპებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტის მთავარი პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.

გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი-ს პროგრამა „სტარტაპერი“.

გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია „Tether”.

გლობალური სტარტაპ ფონდისა და პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია MIT-ს Martin Trust Center (MTC), BTU-ს წევრობის ფარგლებში.

გლობალური სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის დღის წესრიგი:

28 მაისი:

  • სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე და გამარჯვებულების დაჯილდოება.

29 მაისი:

  • დახურული შეხვედრა ქართულ სტარტაპებსა და ისრაელის ანგელოზ ინვესტორებს შორის;
  • გლობალურის სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის გახსნა;
  • ჰილა ოვილ ბრენერის keynote გამოსვლა;
  • პანელური დისკუსია ისრაელის ანგელოზი ინვესტორებისა და საქართველოს დელეგატების ჩართულობით;
  • ნეთვორქინგი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში