გენადი არველაძემ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლონდონში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ძალზე პრიორიტეტულია. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ვაჭრობის დამატებითი ხელშეწყობის საკითხი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. ასევე, ვხედავთ საქართველოში ბრიტანეთიდან უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას, რის შესახებაც საუბარი წარიმართა ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ გამოწვევებზე, შეთანხმების ფარგლებში არსებული ქვეკომიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე გაცვალეს ინფორმაცია.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვებასა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებას, ქართველი ექსპორტიორების და საექსპორტო პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვების გამარტივებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს როგორც სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელშეწყობას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთში ისევე როგორც ევროკავშირში შესაძლებელია ზოგიერთი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, მათ შორის თაფლის ექსპორტი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის