სქილვილის ფონდი - ბიზნესი ნეო განათლებისთვის

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ფონდის - ბიზნესი ნეო განათლებისთვის დაფუძნებას.

ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს იმ ადამიანების განათლებაში ჩართვას, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.

13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდება ფონდის - ბიზნესი Neo განათლებისთვის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდებიან. კომპანიები ხელმოწერით დაადასტურებენ ფონდში გაწევრიანებას და თავიანთ წვლილს ამ საქმეში.

ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.

ამ მიზნით, ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნესები, როგორიცაა Lineate, არქი, თეგეტა, Terminal, Phubber, HT Solutions.

ღონისძიებას დაესწრებიან სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან, კერძო და საჯარო სექტორებიდან.

ღონისძიება Women in Cyber-თან პარტნიორობით ტარდება, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერილი პლატფორმაა.

სქილვილი რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია, სადაც სწავლება შესაძლებელია პროგრამირების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს