ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით

ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ფოთში, „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველდღიურად ადამიანები გრძნობენ, თუ როგორ გაუძვირა ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება. ლევან ხაბეიშვილმა წარმოადგინა ქვითრები, თუ როგორ გაიზარდა ბოლო დროს ფასები.

„უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ მაგალითად, სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში იგივე პროდუქტები არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. ანუ შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იაფი იყოს, მითუმეტეს, რომ სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი საქართველოს გავლით ხვდება. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს. ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით. კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია