სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ გახოკიძემ 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2004-2005 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: "თემიდას“, "ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი; გენერალ-ლეიტენანტი (1997).

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს