ანრი ოხანაშვილი - თუ დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება ჩვენს იდეად უნდა დაკონვერტირდეს, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან ამოვიღო - პრობლემას ვერ ვხედავ, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არის ნარკომომხმარებელი და ვინ - არა!

დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება თუ ისე უნდა დაკონვერტირდეს, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ იდეაა, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღო - ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ვინ - არა! - აღნიშნული განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, ერთის მხრივ, გამოძახილია ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის გაუქმების ინიციატივისა, მეორე მხრივ კი, ამაზე თავად პარტიები საუბრობდნენ.

ოხანაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს დასამალი და “საქართველოში ყველამ ზეპირად იცის, ვინ რა ზემოქმედების ქვეშ დადის თუ ზემოქმედების გარეშე“.

“საკითხი სხვადასხვა დროს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად განხილვის საგანი არაერთხელ იყო - ერთი, რომ ნარკოტესტის გავლის წესი ყოველგვარ ცივილურ ფორმას სცილდება. მეორეც, შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ თუ დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, შედეგი არის ნული - არაფერი არ ხდება და დეპუტატობის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდება. ერთადერთი არის ის, რომ ინფორმაცია მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე მოქალაქეს ექნება და საქართველოს მოქალაქის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტის წევრის ხილვა სურს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულებას, ოხანაშვილმა ყურადღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე გაამახვილა.

„დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია უმაღლესი თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება დაუდგინოს. თუ არ ვცდები, მას ეს უფლებამოსილება არასდროს გამოუყენებია. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ამბობს, რომ ნათლად გაიწეროს, თუ არ არის ამის ლეგიტიმური მიზანი ან საერთოდ გაუქმდეს.

იმისათვის, რომ დამატებითი სპეკულაციებისთვის სივრცეები არ გაჩნდეს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს გაუქმდეს. მეორეც, რამდენად კონსტიტუციურია და რა შედეგებს გამოიწვევს, პირმა ნარკოტესტი რომ გაიაროს, ეს საკითხი ღიაა - პარლამენტის წევრის შემთხვევაში ვერაფერს გამოიწვევს...“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია