ირაკლი ზარქუა - ჩვენს ქვეყანას მწვალებლებთან, „ნაცებთან“ და „ნეონაცებთან“ კოალიციური მმართველობა არ ემუქრება

ჩვენს ქვეყანას მწვალებლებთან, „ნაცებთან“, „ნეონაცებთან“ და აი, ამ წარმომადგენლობებთან კოალიციური მმართველობა არ ემუქრება - ერთმანეთში ვაჭრობენ, ვინ როგორ გარიგდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ერთმანეთში კონკურენცია აქვს გამოცხადებული და 20%-იან მხარდაჭერაზე ნადირობენ.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

„მგონია, რომ საერთოდ კოალიციურ მმართველობაზე საუბარი, რომელიც მათ შორის პრეზიდენტმა წამოიწყო, რომელიც არის რადიკალების პრეზიდენტი, ამ ხელმოცარულების და რადიკალურების ერთგვარი მესიჯბოქსია, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ აი, კოალიციური მთავრობა მოდის. სიცრუეა ეს, ტყუილია. ყველა კვლევაში ცალსახად წერია, რომ დიახ, "ქართულ ოცნებას" აქვს მყარი უმრავლესობის მონაცემები ისე, რომ ჯერ არც დაგვიწყია წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება მწვალებლებთან, "ნაცებთან", "ნეონაცებთან" და აი, ამ წარმომადგენლობებთან კოალიციური მმართველობა. ეს ტყუილია, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. მათ ახლა უბრალოდ კონკურენცია აქვთ გამოცხადებული ერთმანეთში, ვერ ჩამოყალიბდნენ, სია როგორ გააკეთონ. იყო მცდელობა, რომ ერთიანი ბაზა შეექმნათ სიების, მაგრამ ყველა ამბიციურია. ყველას რომ ჰკითხო, გადამრჩენელია ამ ქვეყნის, დაწყებული „მუსტანგერების“ მიმდევრებით, გაგრძელებული "ნეონაცებით", ანუ მელია, გვარამია და ა.შ. და კიდევ ჩახდილები, რომელიც არის გიჟი ჯაფარიძე და მისი „პადრუშკა“ ხოშტარია, რომლის ოჯახიც დღემდე რუსეთიდან ფინანსდება,“ - განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება