სერგო ჩიხლაძე - ზურაბ აზარაშვილის არცერთი ინიციატივა ბოლომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას საქმიანობაში არაფერი საამაყო არ აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის არცერთი ინიციატივა და გადაწყვეტილება ბოლომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას საქმიანობაში არაფერი საამაყო არ აქვს.

როგორც ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების“ ინტერესების გამტარებელი იქნება.

„არცერთი გადაწყვეტილება და წამოწყებული ინიციატივა არც ბოლომდე მისულა და სამწუხაროდ, არც წამატებული ყოფილა, იქნება ეს წამლების რეფორმა, DRG სისტემა, ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება, რესპუბლიკური საავადმყოფო, ვერც ერთი ინიციატივა წარმატებით ვერ დასრულდა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის უამრავი დავალიანება, რომელიც სამინისტროს კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიმართ აქვს. ამ ყველაფერს ადასტურებს აუდიტის დასკვნა, რომელიც 1 თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე. საბოლოოდ, ასეულობით მილიონი ლარის აქტივებზეა საუბარი. ყოფილი მინისტრის საქმიანობა წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება. გარდა ამისა, იქნება აზარაშვილი თუ სხვა, ადამიანის საჭიროებებსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არცერთი იქნება. ყველა არის ორიენტირებული იმაზე, რომ გამდიდრდეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მოქალაქეების კეთილდღეობა და მათი საჭიროებები უგულებელყოფილია. ეს საკადრო გადაადგილებები არის შიდა პარტიული დაპირისპირება, ივანიშვილის სხვადასხვა „კლანს“ შორის გავლენების, ფინანსების, თანამდებობისთვის ბრძოლა. ამას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 700-მდე თანამშრომელს უსამსახუროდ ტოვებდა, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს, ადამიანებს სამსახურის გარეშე ტოვებდა, აქ რა არის საამაყო?!“, - აცხადებს ჩიხლაძე.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში ძირეულ რეფორმებს განახორციელებს და არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

„ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების“ ინტერესების გამტარებელი იქნება, ხან ღარიბაშვილის და ხან სხვისი. სამწუხაროდ, ახალი მინისტრის დანიშვნას არავითარი საერთო არ ექნება ადამიანების კეთილდღეობასთან. არ არსებობს სისტემური ხედვა, არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესი. ამიტომ, სამწუხაროდ, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ ექნება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა