იაგო ხვიჩია - შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, პარლამენტში დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა - შეურაცხმყოფელია, შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი

მე მგონი, შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია იმასთან, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების მოხსნის ინიციატივაზე მსჯელობისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ყველა ხედავს დეპუტატების საქმიანობას და თუ სადმე მუშაობის პრობლემა ფიქსირდება, ის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობას არ უკავშირდება.

„მე არ მესმის, რას მერჩის ბატონი ფრიდონი, მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის სხეულში რაღაც ნივთიერების არსებობა ხელს უშლის იმას, რომ ის ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას, ოდესღაც თუ რაღაც შეუშვა სხეულში. მე მგონია, ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი. სწორია ის ცვლილება, ვეთანხმები იმ ცვლილებას, რასაც თქვენ ახორციელებთ, იმიტომ, რომ მე მგონი შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია, დეპუტატის შრომა ნაყოფიერია თუ არა პარლამენტში. აქ ვართ ყველა, ვხედავთ ამ პარლამენტში არსებულ სიტუაციას და ვხედავთ დეპუტატებს მთვრალებსა და არა მთვრალებსაც და ვხედავთ, რომ თუ სადმე გვაქვს მუშაობის პრობლემა, მაგ ნაწილში არ გვაქვს, რომ ვიღაცის შარდში რაღაც მოლეკულა აღმოჩნდა თუ არა, სხვა ნაწილებში გვაქვს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანარჩენი კოლეგებიც მიხვდებიან, რომ შეურაცხმყოფელია, დეპუტატს მოაშარდვინო, რომ შეამოწმო ხალხის რჩეული ადამიანი, სწორად ავირჩიეთ პარლამენტში თუ არ ავირჩიეთ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ნარკომომხმარებელს აქვს უფლება, პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ჩემი შარდი წმინდა არ არისო, მას რატომ უნდა მოაშარდვინოთ და რატომ უნდა ამოწმოთ არ მესმის, ხალხმა ის ასეთი აირჩია, ასეთ კაცს ანდო თავისი წარმომადგენლობა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იქამდე „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია გამოვიდა ინიციატივით, საჯარო მოხელეებმა უფრო ინტენსიურად გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და ნარკოტიკული საშუალების ორგანიზმში აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულები იყვნენ დატოვონ თანამდებობა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა