მაია ბითაძე - მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე

მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ბითაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ რჩება.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტით, რადგან არ არის სამართლებრივი აუცილებლობა, დავაზუსტოთ სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი. მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა, ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ.

მიკედლების საკითხი ასევე ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო - სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება და ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს,“- განაცხადა ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია