დენის შმიგალი - უკრაინის ბაზარი მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის მზად არის

უკრაინის ბიზნესი და ბაზარი უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის, მთავრობამ წარმოების ორგანიზებისთვის დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„2024 წელს ჩვენ გადავდგით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა დასახა მიზანი - 1 მილიონი დრონი. ბიზნესი და ბაზარი უკრაინაში უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, დრონების წარმოებისთვის საბიუჯეტო თანხები გამოყოფილია.

კერძოდ, მთავრობამ, დაახლოებით, 40 მილიარდი გრივნა გამოყო წარმოების ორგანიზებისთვის. შმიგალმა, ასევე, განმარტა, რომ მთავრობა ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად და მისი ამოცანაა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხების 50%-ი უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებისთვის გამოიყენოს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია