პიტერ სიიარტო - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო პირობები მზად ჯერ არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ გაიმართება. შესაბამისი განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ამ შეხვედრისთვის გარკვეული წინაპირობებია საჭირო, ხოლო შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო პირობები მზად ჯერ კიდევ არ არის“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ცნობისთვის, იანვარში, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგება, როცა უკრაინა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით უნგრეთის პირობებს შეასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია