ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას კვლავ ეწინააღმდეგება

„არ შეიძლება ვინმეს იარაღის სისტემა მიაწოდო, რომელსაც ძალიან შორ მანძილზე წვდომა აქვს და შემდეგ არ იფიქრო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იარაღის სისტემაზე კონტროლის განხორციელება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონტროლი მხოლოდ გერმანელი სამხედროების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია.

„და თუ სიტუაციის კონტროლი გსურთ, ეს მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ჩემთვის გამორიცხულია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად, რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანიის ჩართვის რისკი დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია