6-7 მარტს, თბილისში რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდება, რომელზეც ისლანდიის პრეზიდენტი მოხსენებას წაიკითხავს

2024 წლის 6-7 მარტს, თბილისში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას ჩაატარებს.

პრესსამსახურს ინფორმაციით, კონფერენციაზე საპატიო სტუმრის რანგში ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი წაიკითხავს მოხსენებას "პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე".

კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებენ კანადის მე-19 პრემიერ-მინისტრი კიმ კემბელი, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა პალასიო, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.

კონფერნეცია სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ჩატარდება და 6 მარტს 09:00 საათზე გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია