თბილისის  საკრებულოში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა, რომელმაც შეხვედრის მიზნებზე, დოკუმენტის მნიშვნელობასა და სოციალური ჩართულობის საკითხებზე ისაუბრა.

„USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რასაც გენდერული აუდიტის ჩატარება ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის. ვთვლი, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამომავლო მიზნებსა და ამოცანებში აქტიურად აისახება ის რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის ექსპერტები მოგვაწვდიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია გენდერული აუდიტის ექსპერტებმა, აკრედიტებულმა ფასილიტატორებმა, რუსუდან კონჯარიამ და ნინო ლილუაშვილმა წარადგინეს.

„როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ პრაქტიკასა და სტანდარტს. ინსტრუმენტი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება ორგანიზაციულ საქმიანობაში გენდერული საკითხების ინტეგრირება, კრიტიკული გამოწვევების გამოვლენა, ხარვეზების აღმოფხვრა და პრაქტიკული რეკომენდაციების შეთავაზება.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პრიორიტეტებსა და ძირითად ამოცანებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო