აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობას შეძლებს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა შეუძლია.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მე-14 შესწორების მე-3 პუნქტის მიხედვით, კოლორადოს შტატს ყოფილი პრეზიდენტისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭება არ შეუძლია.

„ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საფუძველზე დაყრდნობით აპროტესტებს. იმის გამო, რომ კონსტიტუცია ფედერალური ოფიციალური პირებისა და კანდიდატების წინააღმდეგ მე-3 პუნქტის აღსრულების პასუხისმგებლობას კონგრესს ანიჭებს და არა შტატებს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვცვლით“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში.

შეგახსენებთ, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის 19 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა, რაც მე-14 შესწორების მიხედვით საჯარო თანამდებობის დაკავებას კრძალავდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს