ემანუელ მაკრონი - უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფერზე ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს

უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი ესკალაციაზე უარს ამბობს.

„გარდა ამისა, მე ჩვენს ჩარჩოებს ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი, ჩვენ ომს რუსი ხალხის წინააღმდეგ არ ვაწარმოებთ და ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე უარს ვამბობთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია