პიტერ სიიარტო - მშვიდობა და კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები ტრამპის სახელის სინონიმებია

როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.­

„როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

სიიარტომ აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც უფრო სწრაფად მოგვარდებოდა.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნულ თვისებებს მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარებისთვის ხელის შეშლა შეეძლო. როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა