ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია, დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ქერჩის მცხოვრებლებმა ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წყარომ დაუდასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად "სერგეი კოტოვი" ჩაიძირა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია