დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტას კოკუსში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსში გაიმარჯვა.

Reuters-ის ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ დაკოტაში იოლად დაამარცხა მისი უკანასკნელი კონკურენტი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი.

ჰეილიმ კვირას, ვაშინგტონში ჩატარებულ პრაიმერიზში გაიმარჯვა, დონალდ ტრაპმა კი მანამდე 8 კენჭისყრა მოიგო.

Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია ტრამპის დომინირება ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ დაგეგმილ კენჭისყრაშიც, როდესაც „რესპუბლიკური“ პარტია შიდა არჩევნებს 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩაატარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია