ალექსანდრე ტაბატაძე - პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

მისი თქმით, რეიტინგის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რისთვისაც დასაფასებელია და მადლობას იმსახურებს ეს ინსტიტუტი და მისი თითოეული თანამშრომელი, ვისაც აღნიშნულ რეიტინგში გამოქვეყნებულ დადებით შედეგებში მიუძღვის წვლილი.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს და ოპერატიულობას, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია ის 24- საათიანი თავდადებული შრომა, რომელიც საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა მსგავსი რეიტინგებით და ანგარიშებით“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით