ირაკლი კობახიძე - ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.

მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გაუშვა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. პრემიერმა თქვა, რომ „ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამაზე განცხადებას“.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

„რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე.

ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე კითხვაზე, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა, პრემიერმა განმარტა, რომ ამის საჭიროება არ იყო.

„მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ