ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მიზანია მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკო-ს დისკრედიტაცია - არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად და გამართულად

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკო-ს დისკრედიტაცია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ ამაზეა გათვლილი ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები გამართულად ჩატარდება.

„რაც შეეხება ცესკოს, ყველამ ვიცით, როგორია ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გეგმები. მათი მიზანია, რომ მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკო-ს დისკრედიტაცია. სწორედ ამაზეა გათვლილი ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ, ცესკო-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რაც თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა აგებული. ასეთი კამპანიები ჩვენ წარსულშიც გვინახავს,მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კამპანიები წარმატებული არასდროს ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ვერც ამ შემთხვევაში იქნება წარმატება რადიკალური ოპოზიციის ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის რეპუტაციის მიმართ ნდობა არ არის, რამდენად ლეგიტიმურად ჩატარდება არჩევნები, კობახიძე პასუხობს, რომ „რაც მთავარია, ნდობა არის ხალხში“.

„ნდობა არის ხალხში, ნდობა არის ქართულ საზოგადოებაში. მათ შორის, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები არ ენდობიან ცესკო-ს ეს არის მათი პრობლემა და არა, ცესკოს პრობლემა. მთავარია, რომ ხალხში არის ნდობა ცესკო-ს მიმართ. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდება გამართულად. ცესკო-მ დაამტკიცა, მათ შორის, ბოლო არჩევნებში, 2021წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ამ ნდობით, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად და გამართულად“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო