ირაკლი კობახიძე „მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესებზე“ - როცა სექტორი სწრაფად იზრდება, რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების - აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევაზე, რასთანაც მას მინისტრობის პერიოდში გამკლავება უწევდა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

„უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო. იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ის ამ პრობლემების დაძლევაზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, იმ პრობლემებზე, რაზეც ზურაბ აზარაშვილი საუბრობს, მუშაობა გაგრძელდება. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა. ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, ისეთივე რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დაწყებული არის. ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, როცა ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა, რომ ჯანდაცვის სისტემაში „მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესები“ არსებობს, რაზეც აზარაშვილი საუბრობს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ როდესაც ჯანდაცვის სექტორი იზრდება, რისკებიც ჩნდება.

„ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან მოყოლებული არის სწრაფად მზარდი. როდესაც კონკრეტული სექტორი სწრაფად იზრდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვა, იქ რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკიც იზრდება. აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო. მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო. ყურადღება მომავალშიც არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით კომუნიკაციაში გარკვეული ხარვეზები იყო.

„თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავის შინაარსით. აქედან გამომდინარე, იქნა ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურაბ აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას თავისი მრავალწლიანი საქმიანობის გამო აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ