ვეტოს დაძლევა არასდროს ყოფილა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. როცა ვეტოს გადალახვა მოუნდებათ, გადალახავენ. პარლამენტში შემოსული კანონპროექტები ერთადერთ რამეს ემსახურება - კონკრეტული თემების გადაფარვას ან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და მეტი არაფერს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დასასრული 26 ოქტომბერს აუცილებლად იქნება.
„ვეტოს დაძლევა არასდროს ყოფილა ხელისუფლების მხრიდან პრობლემა. პირიქით, უხარიათ ხოლმე ეს პროცესი, თითქოს წინააღმდეგობა ხვდებათ და შემდგომ ვეტოს დაძლევენ. იმიტომ მოირგეს საკუთარ თავზე ეს კოდექსიც, კანონიც, რომ იმ შემთხვევაში, როცა ვეტოს გადალახვა მოუნდებათ, გადალახავენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ე ერთადერთ რამეს ემსახურება - კონკრეტული თემების გადაფარვას ან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და მეტი არაფერს.
ცესკო ერთპარტიული იყო მანამდეც, სანამ ოპოზიციონერი მოადგილის შტატი გაუქმდებოდა. ეს ყველაფერი უფრო საკუთარი სურვილების ასრულებას და მიზანს ემსახურება, რომელი მიზანიც თავშივე განუხორციელებელია, თითქოს რამენაირად შეინარჩუნონ ძალაუფლება. „ქართული ოცნების“ დასასრული აუცილებლად იქნება 26 ოქტომბერს. რა კანონპროექტებიც არ უნდა ატრიალონ, რა ინიციატივებიც არ უნდა დაასახელონ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და ხალხის გადაწყვეტილება იქნება ივანიშვილის პარტიის მარცხი.
ახლა არ მოსწონთ პრეზიდენტი და მისი ქმედებები, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საკუთარი თავები როგორ გამოჭიმეს ბილბორდებზე, როდესაც პრეზიდენტს ირჩევდნენ, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში და ფაქტობრივად, ივანიშვილის პარტიის არჩეულია. ხან ჯანდაცვის მინისტრი არ მოსწონთ, ხან პრემიერ-მინისტრი, რადგან რაღაც კორუფციულ სქემაშია. კიდევ ვიმეორებ, არის მცდელობები ძალაუფლების შენარჩუნების, თუმცა ეს მცდელობები ფუჭი იქნება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.