ირაკლი ქადაგიშვილი - თვით ინგლისის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის ხმამაღლა დეკლარირება, რომ ქალი ქალია და კაცი -კაცი - რაც ინგლისის პრემიერმა გაბედა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამ

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ თავიანთი შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტქ თემთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს „ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, რომელიც ლგბტ პროპაგანდაში გამოიხატება და აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ თაობას“.

„ეს მსოფლიო მასშტაბის დისკუსიაა და იმის თქმა, რომ საქართველოს ასეთი პრობლემები არ ეხება და არ შეეხება, რბილად რომ ვთქვათ, თავის მოტყუებაა. თვით ინგლისის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის ხმამაღლა დეკლარირება, რომ ქალი ქალია და კაცი -კაცი. ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, რეალურად დაცულია ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები. მათი ცხოვრების წესი არ გამოიყენება შანტაჟისა და ზეწოლისთვის, მათზე ზემოქმედებისთვის და ა.შ. ეს უნდა გაგრძელდეს და ყველა ადამიანის და ამ კატეგორიის საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ თავიანთი შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში. ისეთ გარემოში, როცა ბავშვზე არ იქნება არატრადიციული და გენდერული მრავალფეროვანი ხასიათის ზეწოლა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხს, გარკვეულწილად პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

„ეს არის საერთო ეროვნული საქმე და მათ შორის, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. ხშირად გვსმენია, რომ ასეთი საკითხებით სპეკულირებენ, ხდება ხოლმე ევროპასთან დაახლოების დროს გარკვეული ეჭვების გაჩენა მოსახლეობაში, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის სავალდებულო. ჩვენ თუ დროზე მივიღებთ კანონებს, რომელიც ყველას უფლებას იცავს, მათ შორის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ოჯახის და მოზარდების ინტერესს, ეს იქნება მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ოპოზიციას გაბედეთ და ამ საკითხში მაინც დაიკავეთ ეროვნული პოზიცია. თავის დროზე მოვაწესრიგეთ ოჯახის საკითხი, ამას ძალიან დადებითი შედეგი აქვს საქართველოსთვის. დღესაც მოვაწესრიგოთ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრება, გაბედეთ - რაც ინგლისის პრემიერ-მინისტრმა გაბედა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამ,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო