საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა, მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმი და ავიაცია - ეს ორი სფერო ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და შესაბამისად, დღეს გაერთიანებულ პრეზენტაციას წარმოვადგენთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გასული წელი ორივე სექტორში მნიშვნელოვანი წარმატებებით იყო გამორჩეული და ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს.

უწყების განმარტებით, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის საქმიანობის კუთხით არსებული სურათის შესახებ, ასევე ზრდის დინამიკის, ახალი ინიციატივებისა და მიმდინარე და დაგეგმილი, კონკრეტული პროექტების შესახებ. 2023 წლის შემაჯამებელი, ვრცელი პრეზენტაცია და მიმდინარე წლის გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში 2023 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, კერძოდ: ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი, საქართველოს აეროპორტები კი მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მთავრობა წელს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება