მარიამ ქვრივიშვილი რუსული ავიაკომპანიის მიერ ბაზარზე შემოტანილ წილზე - იქნება 1%, 3% თუ 5%, ყველა შედეგს მივესალმებით, რადგან თითოეულ პროცენტს აქვს თავისი კონკრეტული წილი ტურისტული ნაკადების გზაზე

რა თქმა უნდა, იქნება ეს იქნება 1%, 3% თუ 5%, ჩვენ ყველა შედეგს მივესალმებით, რადგან თითოეულ პროცენტს აქვს თავისი კონკრეტული წილი ტურისტული ნაკადების გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას კმაყოფილია თუ არა რუსული ავიაკომპანიის მიერ ბაზარზე მოტანილი 3%-იანი წილით.

მისივე განცხადებით, ყველა ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა გრძელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი სიხშირეები ვნახოთ.

„შედეგების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით ჩვენი ამბიციური გეგმაა. რა თქმა უნდა, დღესაც გულწრფელად ვთქვით, რომ მიმდინარე წლის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ყველა ავიაკომპანია, რომელსაც ტურისტები შემოჰყავთ, ჩვენ გვინდა, რომ მათი სიხშირეები გაიზარდოს იმისთვის, რომ გაიზარდოს გამტარიანობა.

რა თქმა უნდა, იქნება ეს 1%, 3% თუ 5%, ჩვენ ყველა შედეგს მივესალმებით, რადგან თითოეულ პროცენტს აქვს თავისი კონკრეტული წილი ტურისტული ნაკადების გზაზე და რა თქმა უნდა, თავისი კონტრიბუცია შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ავიაკომპანიასთან თანამშრომლობას და ურთიერთობას იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი სიხშირეები”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2023 წლის ავიაციის ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსული ავიაკომპანიები 127 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. რაც ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ჯამში მხოლოდ 3% იყო. Azimuth-მა – 89 804 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო Red Wings-მა – 37 511;

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია