საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

ქალაქ ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტსა და ლოგისტიკის, კერძოდ, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აკაკი საღირაშვილის თქმით, „მსგავსი პლატფორმები გლობალურ ინვესტორებთან უშუალო კომუნიკაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას.“

„ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტში, მსგავსი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება, საქართველოს, როგორც რეგიონში სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წარმოჩენას უწყობს ხელს. ფორუმის მსვლელობის დროს, სხვა სექტორებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც არსებობს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანერგილ, ბიზნესის წამახალისებელ მოქმედ პროგრამებზე მიეღოთ ინფორმაცია, არამედ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებებთან დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის