მაია ბითაძე - იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით და სწორად მოეკიდება ამ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც იყიდის და შემდგომ ქუჩაში გააგდებს ძაღლს. მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს და უკონტროლოდ გაამრავლებს. ეს არის ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით შევასრულებთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებსა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად სწორედ ამ მიმართულების დარეგულირება შედიოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ვეტერინარულ დაწესებულებას, ყველა იმ კინოლოგს, ცხოველთა მოყვარულს, რომელთა მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ გვყავდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლები და ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ იყოს უკონტროლოდ მოშენებული ძაღლები და კატები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა