თორნიკე რიჟვაძე შვედეთის ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.

თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე, მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შვედეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება, კულტურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა