ალეკო ელისაშვილი - ამ გადასახედიდან, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, რაც შეეხება მელიას,არანაირი 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებ - ჩვენ არაჩვეულებრივი ნომერი გვაქვს, ყველაზე კარგი მთელ პოლიტიკურ სივრცეში

ამ გადასახედიდან, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება - პროდასავლური ძალები ამბობენ, უნდა გავერთიანდეთო და მაგრად ლანძღავენ ერთმანეთს. ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს დასცინის, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები არაადეკვატურად იქცევიან და პოლიტიკურ რეალობას არაადეკვატურად აღიქვამენ.

„ძალიან ბუნდოვანია გაერთიანების პერსპექტივა, ჩემი ღრმა რწმენით. ამას ბევრი რამ უშლის ხელს, პირველ რიგში, ოპოზიციური ლიდერების არაადეკვატურობა და პოლიტიკური რეალობის არაადეკვატური აღქმა, რომელიც ნაკარნახევია და რომელიც გამომდინარეობს ოპოზიციური პარტიების ლიდერთა დიდი ნაწილის მეტისმეტი ამპარტავნებით, ამბიციურობით. ამპარტავნება, ამბიციურობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გადაზრდილია არაადეკვატურობაში და არაადეკვატურად უყურებენ რეალობას. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი სწორად ვერ აღიქვამს რეალობას, მასთან ძალიან რთულია რამე რეალობაზე საუბარი," - განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტია ნიკა მელიასთან გაერთიანებას არ აპირებს.

“ყველას თავისი გზა აქვს, ყველას თავისი არჩევანი აქვს და ყველას აქვს კანონმდებლობით უფლება, პარტია შექმნას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას, თუმცა თუ რამე არ სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ეს არის ახალი პოლიტიკური პარტიები და კიდევ ახალი ფრაგმენტაცია. რეალურად, ეს არ სჭირდება, პირიქით უნდა იყოს ნაბიჯები. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად არანაირ 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებ და არც ჩვენი პარტია. ჩვენ არაჩვეულებრივი ნომერი გვაქვს და ყველაზე კარგი მთელ პოლიტიკურ სივრცეში - 7 ნომერი. ნიკა მელიას წარმატებებს ვუსურვებ. ექნება თუ არ მხარდაჭერა, ამას დავინახავთ 26 ოქტომბრის საღამოს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო: ნომერი 4".

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ