გიორგი ვაშაძე - კითხვას ვუსვამ პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც - რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რეგიონში?

ადამიანები მაღაზიებში რომ შედიან შიშით არიან უკვე, ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და თქვენ ეს სასაცილოდ არ გყოფნით, ხალხო! გეკითხებით, ეს ნორმალურია? გაეცით პასუხი ამ კითხვაზე ხალხს,- ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ვაშაძემ იმავე შეკითხვით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში? პირველადი მოხმარების პროდუქტები, ბინის ქირა, ნებისმიერი პროდუქტი რატომ არის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სადამდე შეიძლება წავიდეთ?!

ხელთ მაქვს საერთაშორისო ავტორიტეტული კომპანიის კვლევა, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ ეს კვლევა თუ დაინტერესდებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რძე, კვერცხი, ყველი, კარტოფილი, ვაშლი, ფორთოხალი, ხახვი, სალათის ფურცლები არის ყველაზე ძვირი მთელს რეგიონში საქართველოში. უფრო მეტიც, ეს ავტორიტეტული კომპანია ამბობს, რომ ოთხ სულიანმა ოჯახმა რომ მეტნაკლებად ნორმალურად იცხოვროს სჭირდება 6000 ლარი შემოსავალი. მე კითხვას გისვამთ უმრავლესობის წევრებს, სად აქვს 6000 ლარი თბილისში ან საქართველოში მაცხოვრებელ 4 სულიან ოჯახს?

ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე?! ეს ხალხს აქვს თქვენთან შეკითხვა, რა ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომ სტამბოლი რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება მასზე უფრო მეტი სიძვირე არის თბილისში? რა ხდება, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ბაქო, ერევანზე ძვირი არის თბილისი? რა გააკეთეთ, რომ საქართველო არის ყველაზე ძვირი ქვეყანა?

ადამიანები მაღაზიებში რომ შედიან შიშით არიან უკვე, ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და თქვენ ეს სასაცილოდ არ გყოფნით ხალხო! მე გეკითხებით, ეს ნორმალურია? გაეცით პასუხი ამ კითხვაზე ხალხს, რა ხდება? იგივე კითხვას ვუსვამ პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს რეგიონში? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აჭარბებს ფასები უკვე საქართველოში. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში უკვე ცხოვრება და მერე რომ სვამ კითხვას რატომ მიდის ქვეყნიდან ხალხი? - იმიტომ, რომ შემოსავალი აკლდებათ ფასები კი იზრდება, ვერ არჩენენ ოჯახს მიდიან ქვეყნიდან.

კითხვა არის კონკრეტული და ამ კითხვას გაეცით პასუხი, თქვენი ცინიზმი, ქილიკი და რაღაც აგდებული დამოკიდებულება ეს თქვენზე მიუთითებს, რომ ეს თქვენ არ გაღელვებთ!-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა