კახა კალაძე ოპოზიციაზე - გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ისინი {ოპოზიციის წარმომადგენლები} გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება აქვთ, ეს ვერ შეიცვლება, რეიტინგი ვერ გაიზრდება, გინდ შეერთდნენ ან კიდევ უფრო დაიშალონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლების მთავარი მიზანი იქნება, რომ „როგორმე ბარიერი გადალახონ“.

„აბსურდია, ისინი გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება აქვთ, ეს ვერ შეიცვლება, რეიტინგი ვერ გაიზრდება, გინდ შეერთდნენ ან კიდევ უფრო დაიშალონ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია